”ტოტენჰემი” სონგით დაინტერესდა

”ტოტენჰემი” სონგით დაინტერესდა

ლონდონური ”ტოტენჰემი” არ მალავს თავის სიმპათიებს ”ბარსელონას” ნახევარმცველის მიმართ. 

მოგეხსენებათ, რომ სონგი პრემიერ-ლიგაში საკმაოდ დიდ ხანს ”არსენალის” ღირსებას იცავდა. კამერუნელის საყიდლად ”ტოტენჰემი” მზადაა 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ლონდონური კლუბის მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თვლის, რომ მის გუნდს ერთი ძლიერი შუა ნახევარმცველი სჭირდება, რადგან ზაფხულში კლუბის დატოვების კანდიდატები არიან პარკერი, ჰადლსტოუნი და ლივერმორი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.