"ბარსელონას" წინააღმდეგ "ბაიერნის" თავდასხმაში გომესი ითამაშებს

"ბარსელონას" წინააღმდეგ "ბაიერნის" თავდასხმაში გომესი ითამაშებს

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ კლუბის გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი ძირითადში თამაშს იმსახურებს. იტყობინება, Bild. 27 წლის გერმანელი ფეხბურთელი "ბარსელონას" მცველების წინააღმდეგ ხორვატი მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად ითამაშებს, ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაცია აქვს

მარიო გომესმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონთა ლიგაზე კი გერმანელმა 5 ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქის კარი ერთადერთხელ დალაშქრა, ყველა ტურნირზე კი ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.