”რეალი” მზადაა ნეიმარში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს

”რეალი” მზადაა ნეიმარში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არ აპირებს ასე მარტივად ნეიმარის დათმობას, იტყობინება ესპანური პრესა. 

მადრიდული კლუბის პრეზიდენტი მზადაა ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავში გადაიხადოს ბევრად მეტი, ვიდრე ”ბარსელონა”. 

ამ ბოლო დროს ესპანურ პრესაში იტყობინებოდა, რომ ნეიმარი უკვე ცალი ფეხითაა კატალონიაში. ”სანტოსის” ხელმძღვანელობა და ნეიმარის თანაგუნდელები თვლიან, რომ მისთვის შესაფერისი კლუბი ზუსტად ”ბარსელონაა”. 

მის მწვრთნელს კი ნათქვამი აქვს, რომ ”ბლანკოსის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ტალანტს ”დაღუპავს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.