Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სიაში ”ბარსელონა” მესამეა

Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სიაში ”ბარსელონა” მესამეა

გავლენიანმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes, გამოსცა ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგი. 

პირველი ადგილს ”რეალი” იკავებს. მადრიდელები აქამდე 8 წელი ზედიზედ ხდებოდნენ ყველაზე შემოსავლიანი კლუბის ტიტულის მფლობელები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მეორე ადგილზე მყოფი ”მანჩესტერ იუნაიტედი” ჯერ კიდევ ზაფხულში, ამავე Forbes-ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი იყო. ამ სიის სამეულს კი ხურავს კატალონიური გრანდი, ”ბარსელონა”. 

1. ”რეალ მადრიდი” - 3,3 მილიარდი დოლარი

2. ”მანჩესტერ იუნაიტედი” - 3,17 მილიარდი დოლარი

3. ”ბარსელონა” - 2,6 მილიარდი დოლარი

4. ”არსენალი” - 1,32 მილიარდი დოლარი

5. ”ბაიერნი” - 1,3 მილიარდი დოლარი

6. ”მილანი” - 945 მილიონი დოლარი

7. ”ჩელსი” - 901 მილიონი დოლარი

8. ”იუვენტუსი” - 694 მილიონი დოლარი

9. ”მანჩესტერ სიტი” - 689 მილიონი დოლარი

10. ”ლივერპული” - 651 მილიონი დოლარი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.