ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 9 ქულაა საჭირო

ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 9 ქულაა საჭირო

 

”სარაგოსასთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ კატალონიური გუნდი ძალიან მიუახლოვდა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს. ”ბარსა” 13 ქულით უსწრებს მადრიდის ”რეალს” და 16 ქულით მადრიდის ”ატლეტიკოს”. ჩემპიონატში სულ გასათამაშებელი 21 ქულაა. ”ბარსას” მხოლოდ 9 ქულის აღება სჭირდება, რათა ტიტული გაიფორმოს და ბოლო 5 წლის განმავლობაში მეოთხედ აღმართოს თასი.

3 გამარჯვება ჩემპიონობამდე

თუკი ”ბარსა” შემდეგ 3 შეხვედრაში დაამარცხებს ”ლევანტეს”, ”ატლეტიკს” და ”ბეტისს” კატალონიელების ჩემპიონები გახდებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ”რეალიც” ყველა მატჩს მოიგებს. ამ შემთხვევაში ”ბარსა” ჩემპიონობას შინ იზეიმებს და ეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის ”რეალი” დამარცხდება, მაშინ ”ბარსელონა” ჩემპიონი ”სან მამესზე” გახდება. ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩების შუაში გაიმართება, ”რეალი” კი სტუმრად მადრიდის ”ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

2 მნიშვნელოვანი მატჩი

გუნდს 2 მნიშვნელოვანი მატჩი აქვს მხედველობაში - ერთი მადრიდული დერბი, სადაც ”ატლეტიკოს” გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები ჩემპიონები გახდებიან, თუკი თავად ”სან მამესზე” იმარჯვებენ და მეორე მნიშვნელოვანი შეხვედრა ”ატლეტიკოსა” და ”ბარსელონას” დაპირისპირებაა, თუკი ”ბარსა” მომდევნო 3 მატჩიდან რომელიმეში დამარცხდება, ხოლო ”რეალი” ყველას მოიგებს, მაშინ ტიტოს გუნდი ჩემპიონი შეიძლება ”ვისენტე კალდერონზე” გახდეს. ადრე თუ გვიან ”ბარსელონას” პრიმერას ტიტულს მოიპოვებს!
ტური 32
”რეალი” - ”ბეტისი”

”სევილია” - ”ატლეტიკო”
”ბარსა” - ”ლევანტე”
ტური 33

”ატლეტიკო” - ”რეალი”

”ატლეტიკი” - ”ბარსა”

ტური 34

”რეალი” - ”ვალიადოლიდი”

”დეპორტივო” - ”ატლეტიკო”
”ბარსელონა” - ”ბეტისი”

ტური 35

”ესპანიოლი” - ”რეალი”

”ატლეტიკო” - ”ბარსა”

ტური 36

”რეალი” - ”მალაგა”

”სელტა” - ”ატლეტიკო”
”ბარსა” - ”ვალიადოლიდი”
ტური 37

”სოსიედადი” - ”რეალი”
”ატლეტიკო” - ”მალიორკა”
”ესპანიოლი” - ”ბარსა”
ტური 38
”რეალი” - ”ოსასუნა”
”სარაგოსა” - ”ატლეტიკო”
”ბარსა” - ”მალაგა”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.