ისტორია ”ბარსას” მხარეზეა

ისტორია ”ბარსას” მხარეზეა

ოთხშაბათს, ”ბარსელონას” ექნება ურთულესი მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ. ”ბარსელონასა” და ფრანგულ კლუბებს შორის გამართული მატჩები ”კამპ ნოუზე”, ძირითადად, კატალონიელების გამარჯვებებით სრულდებოდა. ამ შვიდი შეხვედრიდან ექვსის ანგარიშის განმეორების შემთხვევაში ”ბლაუგრანა” წარმატებით გაივლის მეოთხედფინალურ ეტაპს.

”ბარსელონა” 2-0 ”ნიცა”. უეფას თასი. 1973/74 

სოტილისა და დიაზის გოლების წყალობით კატალონიელებმა მოახერხეს გამარჯვება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მათთვის სასურველი შედეგი, რადგან საფრანგეთში წაგებული მატჩი (0-3) საბედისწერო აღმოჩნდა.

”ბარსელონა” 1-4 ”მეტსი”. თასების მფლობელა თასი. 1984/85 

მიუხედავად იმისა, რომ ”ბლაუგრანამ” საფრანგეთში შესანიშნავად ითამაშა და შეძლო 4-2 გამარჯვების მოპოვება, კატალონიის დედაქალაქში ლურჯბროწეულისფრები შერცხვნენ. 

”ბარსელონა” 2-0 ”მონაკო”. ჩემპიონთა ლიგა. 1993/94 

ბეგირისტაინის დუბლის წყალობით, კატალონიელებმა შეძლეს ”მონაკოს” დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევა.

”ბარსელონა” 1-1 პსჟ. ჩემპიონთა ლიგა. 1994/95 

პირველი შეხვედრა ”კამპ ნოუზე” გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. პარიზში ჩატარებულმა მატჩმა კი ყველაფერი გადაწყვიტა და საბოლოოდ გამოთიშა ”ბარსელონა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას.

”ბარსელონა” 2-0 ”ლიონი”. ჩემპიონთა ლიგა. 2001/02 

ეს შეხვედრა ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გაიმართა და კლიუვერტისა და რივალდოს გოლების წყალობით, ”ბარსელონამ” შეძლო გამარჯვების მოპოვება. კატალონიელებმა სასურველ შედეგს პარიზშიც მიაღწიეს და ის თამაში 3-2 მოიგეს.

”ბარსელონა” 3-0 ”ლიონი”. ჩემპიონთა ლიგა. 2007/08 

”ბარსელონა” და ”ლიონი” კიდევ ერთხელ მოხვდნენ ერთი და იგივე ჯგუფში. ამჯერადაც, ფრენკ რაიკაარდის გუნდმა შეძლო ფრანგების დამარცხება.

”ბარსელონა” 5-2 ”ლიონი”. ჩემპიონთა ლიგა. 2008/09 

პირველი შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა, მაგრამ ”ლიონს” ბარსელონაში ჯოჯოხეთი დახვდა. კატალონიელებმა გაანადგურეს მეტოქე. იმ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს: ტიერი ანრიმ (2-ჯერ), მესიმ, ეტო’ომ და კეიტამ. ამ შედეგის წყალობით ”ბლაუგრანამ” წარმატებით დასძლია მერვედფინალური ეტაპი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.