რაფა მარკესი:" "ბარსას" დაცვაში პრობლემები მრავლად აქვს"

რაფა მარკესი:" "ბარსას" დაცვაში პრობლემები მრავლად აქვს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა მექსიკელმა რაფაელ მარკესმა ისაუბრა თავის ყოფილ გუნდზე და "ბლაუგრანას" ამჟამინდელ მდგომარეობაზე. 

"ლეოს მე ძალიან კარგად ვიცნობ. მისი ხასიათი და თამაშის სტილი ჩემთვის ახალი ნამდვილად არაა. დარწმუნებული ვარ, რომ ს ასი პროცენტით დაიხარჯა საფრანგეთში და მის გუნდს მისი შესაძლებლობების მაქსიმალური მისცა. ის იმუშავებს ძალიან ბევრს იმისათვის, რომ ტრავმა მალე მოიშუშოს და მალე შეძლოს თამაშის დაწყება."

""ბარსელონას" უფრო მეტი პრობლემა აქვს დაცვაში ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა არიან შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები, რომელბიც შემსრულებლებს ცვლიან, მაგრამ დამეთანხმებით, ჯობია ითამაშოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა ვიდრე შემცვლელმა."

"ვის დავაყენებდი მე რომ მწვრთნელი ვიყო? პიკე ბუსკეტსის წყვილს. სერხიო და ჯერარდი უკვე შეთამაშებულები არიან, ბუსკეტსი კი ცენტრალური მცველის პოზიციას მიეჩვია."

"თუ საქმე ტრანსფერებზე მიდგა, ვფიქრობ ტიაგო სილვა ის ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონას" სჭირდება. " - დაასრულა მარკესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.