მოტა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

მოტა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, მისი გუნდის ბრაზილიელ-იტალიელი ნახევარმცველი ტიაგო მოტა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

"გასულ პარასკევს, მოტას წვივზე რამდენიმე გამოკვლევა ჩავატარეთ. ორშაბათს, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, ამჯერად, მას პრობლემა მუხლქვედა მყესზე შეექმნა, რის გამოც მოტა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს." - აცხადებს კარლო ანჩელოტი.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტამ კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო. კატალონიელთა მაისურით მას 139 თამაში აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.