მესის მხოლოდ ერთი "მსხვერპლი" დარჩა

  • 20-03-2013, 13:25
  • მესის მხოლოდ ერთი "მსხვერპლი" დარჩა

    ლიონელ მესის შანსი აქვს გახდეს მხოლოდ მე-2 ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში, ყველა გუნდის კარის აღებას მოახერხებს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ არგენტინელი თავის რეკორდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს - მას გოლი ლა ლიგის ზედიზედ 19 თამაშში ექნება გატანილი.

    2012 წლის 11 ნოენბერს, "მალიორკასთან" გამართული მატჩიდან მოყოლებული, ლეო მესი გოლის გატანას ესპანეთის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ახერხებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უკვე 18-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს. ამ 18 თამაშში, მან 29 გოლი გაიტანა. სულ, ესპანეთის ჩემპიონატში, მას 42 ბურთი დაუგროვდა. თუ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, მესიმ "სელტას" კარი აიღო, მაშინ ის პირველი ფეხბურთელი გახდება, ვისაც ზედიზედ 19 თამაშში ექნება გოლი გატანილი.

    უკანასკნელად, როდესაც მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში გატანა ვერ მოახერხა, "კამპ ნოუზე", "სელტას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა. ვიგოური გუნდი ერთადერთია, რომლის კარიც მესის მიმდინარე სეზონში ჯერ არ აუღია. თუ მესიმ "ბალაიდოსზე" გატანა მოახერხა, ის გახდება მე-2 ფეხბურთელი, რომელიც ერთ გათამაშებაში ყველა მეტოქის კარის აღებას მოახერხებს. გასულ სეზონში, ეს კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო. 1992-93 წლების სეზონში ბებეტოს ("დეპორტივო") და 1989-90 წლების სეზონში ბალთასარს ("ატლეტიკო") ამ მიღწევამდე თითო გუნდის კარის აღება დააკლდათ.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge