17 ტური ზედიზედ...

17 ტური ზედიზედ...

 ლეო მესიმ გუშინ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ძირითადში არ ყოფილა მან მაინც შეძლო დეპორტივოს კარში გოლის გატანა და თავისი ზედიზედ გატანილი გოლების სერია 17 ტურამდე გაზარდა. 

 გუშინ ლეომ თეოდორ ფევტერეკის რეკორდი მოხსნა. თეოდორს ჰქონდა 16-მატჩიანი სერია, ხოლო ”დეპორტივოს” კარში გატანილი ბურთით მესიმ პოლონელსაც გადაასწრო.

 1.58 გოლი საშუალოდ მატჩში 

არგენტინელმა ეს სერია მე-11 ტურში ”მალიორკის” წინააღმდეგ დაიწყო, სადაც მან დუბლი შეასრულა. იმ თამაშიდან მოყოლებული მას აქვს 27 გოლი 17 თამაშში (1.58 გოლი საშუალოდ მატჩში). ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მესია 40 გოლით, შემდეგ კრიშტიანო 24-ით და რადამელ ფალკაო 21-ით. ყველა ოფიციალურ მატჩში ამ სეზონში ლეომ თავისი გოლების რაოდენობა 51-მდე გაზარდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.