მესი: ”კარიერას არგენტინაში დავასრულებ”

მესი: ”კარიერას არგენტინაში დავასრულებ”

”ბარსელონას” თავდამსხმელმა და სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება არგენტინაში სურს. მისი თქმით, მას ყოველთვის აინტერესებდა თუ როგორია არგენტინის ჩემპიონატში თამაში და მომავალში იგი აუცილებლად შეძლებს ამას. არგენტინაში განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან და ლეომ ამაზეც გაამახვილა ყურადღება.

არ ვიცი თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ჩემი კარიერა, მაგრამ ძალიან მსურს იგი ”ნიუელ ოლდ ბოიზში” დავასრულო. აქედან დაიწყო ყველაფერი და ლოგიკურია თუ აქვე დამთავრდება. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორია არგენტინის ჩემპიონატში გამოსვლა.” 

შეგახსენებთ, რომ ლიონელმა ”ბარსასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.