უდიდესი ტალანტი - სერხი რობერტო

უდიდესი ტალანტი - სერხი რობერტო

სერხი რობერტო არის 22 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ”ბარსა ბ-ს” ღირსებას იცავს. კატალონიელები ყოველთვის აძლევენ შანსს ამომავალ ვარსკვლავებს, ასე რომ სერხის არაერთხელ აქვს ნათამაშები ”ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურითაც. 

ადრეული წლები 

სერხი რობერტო დაბადებულია და გაზრდილია კატალონიაში, ასე რომ მან კარგად იცის თუ რამდენად რთულია საფეხბურთო ბარიერების გადალახვა და საბოლოოდ ”ბარსელონას” პირველ გუნდში მოხვედრა. 14 წლამდე იგი მოყვარულის დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ საკმაოდ კარგად. ყველა აღფთოვანებული იყო, თუ როგორ შეეძლო ჩვეულებრივ ”უბნის ბიჭს” ასე კარგად თამაში. ხოლო 14 წლის ასაკში სერხი უკვე სერიოზულად მოეკიდა ამ სპორტის სახეობას. მან 3 წელი გაატარა ”ბარსას” ახალგაზრდულ კლუბებში და საბოლოოდ 17 წლის ასაკში დაიმკვიდრა ადგილი კატალონიელთა მეორე გუნდში. პირველივე სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა და თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ”ბარსა ბ” 11 წლიანი პაუზის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა.

”ბარსელონა” 

როგორც მოგახსენეთ, სერხი რობერტოს ძალიან კარგი პირველი სეზონი ჰქონდა. ყველასთვის გასაოცრად, მის მეორე სეზონში, 2010 წლის 10 ნოემბერს ახდა მისი სანატრელი ოცნება. სერხის ჰქონდა დებიუტი ”ბარსას” პირველ გუნდში. მან მოედანზე მთელი 45 წუთი დაჰყო და დაეხმარა თავის გუნდს 7-1 გამარჯვებაში ”სეუტასთან”. ამავე წლის, 27 აპრილს მან მონაწილეობა მიიღო ელ კლასიკოში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მაგრამ მან მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 4 წუთი გაატარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არც თუ ისე ეფექტური დებიუტი ჰქონდა ბლაუგრანაში, როგორც ტელიოს ან ტიაგო ალკანტარას, მაგრამ თუ ექპერტებს დავუჯერებთ იგი არის ერთ-ერთი ყველა პერსპექტიული მოთამაშე. კატალონიელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ”ლა მასიით” და ამჟამადაც მათ ჰყავთ ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელი. მათ შორისაა სერხი რობერტოც. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ”ბატე ბორისოვის” წინააღმდეგ მან პირველად დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში. პეპ გუარდიოლა ყოველთვის გამოირჩეოდა თავის არაორდინალური ტაქტიკური სვლებით და ამჯერადაც პეპს ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა. 35-ე წუთზე სერხიმ გახსნა იმ მატჩში ანგარიში და საფუძველი ჩაუყარა ”ბარსას” საბოლოო, 4-0 გამარჯვებას. მის მესამე ოფიციალურ მატჩში კატალონიელთა რიგებში მან უკვე მეორე გოლის გატანაც შეძლო. 2012 წლის 12 იანვარს ”ოსასუნას” წინააღმდეგ რობერტომ საკმაოდ ლამაზად აიღო მეტოქის კარი. აქ უკვე იწყება ამ მოთამაშის გაპიარება და ნათელი მომავლის წინასწარმეტყველება.

"ბარსა ბ-ში” სერხის როლი ძალიან დიდია. იგი ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშობს და თანაბრად შეუძლია დაარიგოს შედეგიანი გადაცემები და ამავდროულად იყოს ყველაზე შედეგიანი თავის კლუბში. მისი თამაში საკმაოდ ლამაზი სანახავია, რადგან თვითონ მისი სტილი აგებულია ეფექტურობაზე. ყოველ მის მოძრაობაში ჩანს მოწადინება და ფეხბურთის სიყვარული. სერხის შემხედვარე ჩვენ ვხედავთ საოცარ შერწყმას ნიჭისა და შრომისუნარიანობისა. რობერტო ყოველთვის უფრო დიდი ხანი რჩება ვარჯიშზე და თავის ნაკლებს იუმჯობესებს. ზუსტად ამიტომ სცემენ მას პატივს კატალონიაში და ზუსტად ამიტომ სცემს მას პატივს ”ბარსა ბ-ს” მწვრთნელი, რომელიც თითქმის ყველა თამაშში იყენებს სერხის. მომავალი წლიდან იგი უკვე ოფიციალურად იქნება პირველი გუნდის წევრი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უდიდესი ტალანტი ”ბარსელონაშიც” კი არ დაიკარგება!

[media=http://www.youtube.com/watch?v=wTUTiEAOnTY]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.