პარკ ჯი სუნგი: "შეგვიძლია, არგენტინასთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ"

პარკ ჯი სუნგი: "შეგვიძლია, არგენტინასთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი და სამხრეთ კორეის კაპიტანი, პარკ ჯი სუნგი ოპტიმისტურად არის განწყობილი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის წინ არგენტინის წინააღმდეგ.

"არგენტინა ჩვენს ჯგუფში საუკეთესო გუნდია, თუმცა თუ ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც საბერძნეთის წინააღმდეგ, მივაღწევთ სასურველ შედეგს." ციტირებს პარკის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა სათავეში უდგას ბ ჯგუფს მოპოვებული სამი ქულის შემდეგ. არგენტინა მეორე ადგილს იკავებს ასევე სამი ქულით.

წყარო: sports.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.