"ლა მასიას" 1991 წლის თაობის ტალანტი - მარკ ბარტრა

  • 25-02-2013, 03:29
  • "ლა მასიას" 1991 წლის თაობის ტალანტი - მარკ ბარტრა

    მისი ნამდვილი სახელი, მარკ ბარტრა არეგალია. იგი ესპანეთის ქალაქ სანტ ჟაუმე დელს დომენსში დაიბადა 1991 წლის 15 იანვარს. ჯერ კიდევ პატარა ბარტრამ 11 წლის ასაკში მიაშურა "ბარსელონას" აკადემიას, მანამდე კი იგი "ესპანიოლის" აკადემიაში ირიცხებოდა 2001/2002 წლებში. 2002-2009 წლებში ბარტრა აკადემიის წევრი იყო, "ბარსელონა ბ"-ს შემადგენლობაში კი ფეხბურთელი 2009-2012 წლებში გამოდიოდა. 2010 წლიდან ბარტრა "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრია. 
    ადრეული წლები
    2009 წლიდან ბარტრა "ბარსელონა ბ"-ს წევრი გახდა და სადებიუტო სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა სეგუნდა ბ დივიზიონში მეტოქის კარი კი ერთადერთ მატჩში აიღო. ესპანელმა ფეხბურთელმა სარეზერვო გუნდში კიდევ ორი სეზონი ითამაშა, მაგრამ ამჯერად სეგუნდა დივიზიონში. "ბარსა ბ"-ს შემადგენლობაში მცველმა სულ 81 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა.
    დებიუტი პირველ გუნდში
    2010 წლის 14 თებერვალს "ბარსელონას" პირველ გუნდში მარკ ბარტრას დებიუტი შედგა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ბარტრამ მოედანზე ჟეფრენ სუარესი ჩაანაცვლა. "ბლაუგრანამ" შეხვედრა 1:2 დათმო. 
    2011 წლის 21 მაისს მარკ ბარტრამ "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და "მალაგას" დამარცხებაში (3:1) თავისი წვლილი შეიტანა. 
    ახალი სეზონი ახალი ნომრით
    2012/2013 წლის სეზონი ბარტრასთვის სიახლეებით დაიწყო. სეზონის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონს ესპანელი მცველი პირველ გუნდში დაიწყებდა და არა "ბარსა ბ"-ში, ფეხბურთელმა მაისურზე 15 ნომერი მოირგო. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მცველმა 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
    გთავაზობთ ვიდეოს "ლა მასიის" 1991 წლის თაობის ტალანტზე, მარკ ბარტრაზე.

    თეგები: ბარტრა

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი