"მილანი" - "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"მილანი" - "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ჟერარდ პიკე: "ჩვენ "ბარსელონა" ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში შეხვედრას ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ნახევარში კარგად ვერ ვითამაშეთ. ჩვენ გლის გაშვების შემდეგ ავირიეთ, თამაშს ვეღარ ვაკონტროლებდით. უნდა გავუმჯობესდეთ და აქედან დასკვნები გამოვიტანოთ. ისე ჩანდა, რომ ისინი მოედანზე მსხვეპლის სტატუსით გამოდიოდნენ, თუმცა ჩვენ ვიცით ეს კლუბი, მათი ისტორია... გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს, არც მსაჯები, არც მოედანი. ძლიერად უნდა ვიშრომოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ".

დანი ალვესი: "ჩვენ უკეთესი მეტოქეები უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგი თამაში, საგოლე მომენტები ვერ შევქმენით, რაც მოგებისთვის აუცილებელია. არ არის სწორი, რომ გოლის შემდეგ ვერ ვითამაშეთ, საერთოდ ვერ ვითამაშეთ, ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ეს რთული შედეგია. ჩვენ უნდა ვიშრომოთ განმეორებითი შეხვედრის წინ".

ანდრეს ინიესტა: "არ ვფიქრობ, მცირე დეტალების გამო წავაგეთ. ჩვენ ვერ შევქმენით მომენტები და ისინი კარგად ორგანიზებულები იყვნენ. ეს ჩემპიონთა ლიგაა. ახლა განმეორებით შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და პირველივე წუთებიდან გოლის გატანაზე უნდა ვიფიქროთ".

სესკ ფაბრეგასი: "ჩვენ ფიზიკურად არ ვიყავით კარგად მზად, ისინი ძლიერები იყვნენ. ჩვენ "ბარსელონა" ვართ და უმაღლესს დონეზე უნდა ვითამაშოთ, ჩვენ კარგი შეხვედრა ვერ ჩავატარეთ".

სერხიო ბუსკეტსი: "ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ განმეორებითი შეხვედრის წინ და ყველაფრის შემობრუნებას შევეცდებით. როცა აგებ ყოველთვის გაქვს ფიქრის საშუალება, თუ რა გააკეთე არასწორად და შემდეგი შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადო".

კარლეს პუიოლი: "ყველაზე ცუდი შეხვედრის შედეგია. დროა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ქამბექზე ვიფიქროთ. ისინი აგრესიულები იყვნენ, განმეროებით შეხვედრაში უნდა მოვუმატოთ. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს გუნდის, დანებების უფლება არ გვაქვს. ჩვენ სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ, დანებებას არ ვაპირებთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.