„რეგალ ბარსელონამ“ ესპანეთის თასი 23-ედ მოიგო

  • 11-02-2013, 00:32
  • „რეგალ ბარსელონამ“ ესპანეთის თასი 23-ედ მოიგო

    "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი, რომელიც "რეგალ ბარსელონას" სახელითაა ცნობილი, ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ფინალურ მატჩში, კატალონიელებმა "ვალენსია" 85:69 დაამარცხეს.

    ფინალის ბრწყინვალედ ჩატარების წყალობით, "რეგალ ბარსელონა" ესპანეთის თასს ისტორიაში 23-ედ დაეუფლა და აქამდე ლიდერ მადრიდის "რეალს" დაეწია.

    ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "რეგალ ბარსელონას" კალათბურთელი პეტე მიკაელი დასახელდა.

    შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში, ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, "რეგალ ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" 111:108 სძლია. 1/2-ფინალში, კიდევ ერთ ძალზე ძლიერ მეტოქესთან, "კახა ლაბორალთან", კატალონიელებმა 80:69 მოიგეს.

    თეგები: კალათბურთი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge