სავიოლა: „ჩავი ყველაფერში მხარს მიჭერდა“
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ხავიერ პედრო სავიოლა კატალონიელი გულშემატკივრის მადლობელია და აცხადებს, რომ ისინი მას აპლოდისმენტებით მაშინაც ხვდებოდნენ, როდესაც არგენტინელი "კამპ ნოუზე" "რეალის" ფორმით გამოჩნდებოდა.
"ჩავისთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ერთმანეთს პირველივე ვარჯიშიდან კარგად ვუგებდით. ის ყველაფერში მხარს მიჭერდა. თუმცა, როდესაც "ბარსელონაში" მოვედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გარდა ამისა, იმ დროს გარდაიცვალა მამა, რომლის რჩევებიც ჩემთვის აუცილებელი იყო. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ბარსელონაში ჩამოვდიოდი ხოლმე, სახლში ვბრუნდებოდი. "კამპ ნოუზე" შეკრებილი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით მხვდებოდნენ მაშინაც კი, როდესაც აქ როგორც "რეალის" ფეხბურთელი ისე მოვდიოდი." - აცხადებს სავიოლა, რომელიც ამჟამად "მალაგაში" თამაშობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]