ვენგერი ვილიას გამორიცხავს

ვენგერი ვილიას გამორიცხავს

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მისი გუნდის მიერ დავიდ ვილიას დამატების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ვილიას "არსენალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. ცოტა ხნის წინ, ვენგერმა განაცხადა, რომ "ბარსას" ფეხბურთელის გაშვება არ სურდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვილიამ კატალონიის დატოვების სურვილი გამოთქვა და "არსენალი" კვლავ გააქტიურდა, მაგრამ ესეც ჭორი აღმოჩნდა.

"ბარსელონას" ვილიას გაყიდვა არ უნდა. ეს უკვე ყველასთვის ცხადია. არის თუ არა იმის შანსი, რომ მოლაპარაკებები მაინც ვაწარმოოთ? არა."  - აცხადებს არსენ ვენგერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.