ძამბროტამ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

ძამბროტამ ყოფილი თანაგუნდელები  მოინახულა

კატალონიის "ბარსელონას" გუშინდელ ვარჯიშზე,  განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა. "ბლაუგრანას" ყოფილი ფეხბურთელი, იტალიელი ჯანლუკა ძამბროტა "სიუტატ ესპორტივას" ესტუმრა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა. "ძალიან სასიამოვნოა აქ მოსვლა და ჩემი მეგობრების ნახვა."

ცნობისთვის ვეტერანი მცველი უკლუბოდ იმყოფება. ძამბროტამ "ბარსელონასა" და "მილანის" დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შედგება: "ბარსა" რა თქმა უნდა ფავორიტია, მაგრამ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ," განაცხადა ძამბროტამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.