"ბარსელონა" კურტუას შეძენას გეგმავს

  • 21-01-2013, 13:59
  • "ბარსელონა" კურტუას შეძენას გეგმავს

     

    ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ "ბარსელონა" ტიბო კურტუას შეძენას აპირებს. ვიქტორ ვალდესის განცხადების შემდეგ ბელგიელ მეკარეს უფრო ხშირად უკავშირებენ "ნოუ კამპს".

    გამოცემა "The Sun" უკვე დეკემბერში აცხადებდა, რომ "ბარსელონა" "ჩელსის" ბელგიელ მეკარეს აკვირდებოდა, რომელიც უკვე 2 წელია არენდის სახით მადრიდის "ატლეტიკოში" ასპარეზობს. მიმდინარე კვირას კი უკვე შესაძლო ტრანსფერის თანხაც დასახელდა.

    ამავე წყაროს ინფორმაციით კატალონიელები 10 მილიონ ფუნტს ამზადებენ. ბელგიელი მეკარე, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოში" მეკარის პოზიციას დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლის შემდეგ იკავებს სურვილი გამოთქვა, რომ ზედიზედ მესამე სეზონი გაატაროს მადრიდის "ატლეტიკოში", თუმცა "ბარსელონას" შეთავაზება მას გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.

    მთავარი პრობლემება ლონდონის "ჩელსისთან" გასამართი მოლაპარაკება იქნება. 2011 წლის ზაფხულში "არისტოკრატებმა" პერსპექტიულ კიპერში "გენკს" 9 მილიონი ევრო გადაუხადეს და მომავალში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge