პედრო: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"

პედრო: "მესი ისტორიაში საუკეთესოა"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი პედრო როდრიგესი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი, რომელმაც გუშინ ზედიზედ მეოთხედ მიიღო "ოქროს ბურთი", ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

"აქ ჩვენ მასთან ერთად უამრავი დრო გავატარეთ, ბევრი სეზონი ჩავატარეთ; ასევე ტიტულებიც დიდი რაოდენობით მოვიგეთ. კიდევ ერთი "ოქროს ბურთი"-ეს მისთვის უდიდესი სიხარულია. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ხშირად ვიხსენებ მასთან ერთად გამართულ შეხვედრებს და სხვადასხვა ტურნირის ფინალებს. ნამდვილად გამიმართლა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მობურთალებთან მიწევს გამოსვლა და შესაძლოა ისტორიაში ყველაზე უკეთესთანაც კი." -განაცხადა პედრომ.

რაღა შეხსენება გინდათ, გუშინ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თითქმის 20%-ით აჯობა უახლოეს მდევარ კრიშტიანუ რონალდუს და დასახელებულ იქნა ოთხზის საუკეთესო ფეხბურთელად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.