მესი:" დაუჯერებელია"

მესი:" დაუჯერებელია"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლეო მესიმ რამდენიმე წუთის წინ მეოთხედ მოიგო "ოქროს ბურთი". თავად ფეხბურთელმა დაჯილდოვებაზეც და მას შემდეგაც კომენტარი გააკეთა. 

"საღამო მშვიდობისა. ამ ჯილდოს მიღებება ზედიზედ მეოთხედ დაუჯერებელია. მე მინდა ეს გამარჯვება ყველა ჩემს თანაგუნდელს გავუზიარო, განსაკუთრებით ანდრეს ინიესტას. მეამაყება, რომ ვთამაშობ შენს გვერდით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს არგენტინის ნაკრებში და ვინც მე ხმა მომცა. ძალიან ვნერვიულობ... ასევე მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს, და ბოლოს, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს და შვილს, რომელიც ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ღმერთმა მარგუნა."

დაჯილდოვების შემდეგ, მესიმ მადლობა ტიტოსა და აბიდალსაც გადაუხადა: "სცენაზე ძალიან ვნერვიულობდი და დამავიწყდა, რომ მადლობა გადამეხადა ტიტოსთვის და აბიდალისთვის. ისინი გუნდისთვის ბევრს წარმოადგენენ." 

აქვე, გეტყვით, რომ მესიმ რონალდოს თითქმის 20 პროცენტით გაასწრო. სტატისტიკა ასეთია: 

ლეო მესი - 41,6%

კრისტიანო რონალდო - 23,6%

ანდრეს ინიესტა: 10,9%

ათეული კი თანმიმდევრულად: ჩავი ერნანდესი, რადამელ ფალკაო, იკერ კასილიასი, ანდრეა პირლო, დიდიე დროგბა, რობინ ვან პერსი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.