ვილაშ-ბოაში: "გუარდიოლამ ექსტრაორდინალური მემკვიდრეობა დატოვა"

ვილაშ-ბოაში: "გუარდიოლამ ექსტრაორდინალური მემკვიდრეობა დატოვა"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში პეპ გუარდიოლას აქებს და  აცხადებს, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ, კატალონიელმა ექსტრაორდინალური მემკვიდრეობა დატოვა.

"გუარდიოლამ ბრენდი შექმნა. იგი პატივს სცემდა ფეხბურთს, ფილოსოფიას, კულტურას. მის მიერ ესპანურ ფეხბურთში დატოვებული მემკვიდრეობა ექსტრაორდინალურია.

"ბარსელონა" ნელ, მაგრამ ამავე დროს სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. გეჩვენება, რომ კატალონიელები ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებას ღებულობენ." - აცხადებს ვილაშ-ბოაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.