პიკემ მე–200 შეხვედრა ჩაატარა "ბარსას" რიგებში

პიკემ მე–200 შეხვედრა ჩაატარა "ბარსას" რიგებში

 

კვირას მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართული შეხვედრა ხერარდ პიკესთვის მე–200 იყო "ბარსელონას" რიგებში.

 

14 გატანილი გოლი

 

პიკეს, რომელმაც მე–100 შეხვედრა 2010 წლის 22 თებერვალს სექტემბერს ჩაატარა 200 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა. ეს 200 შეხვედრა ტურნირებზე ასე ნაწილდება: პრიმერა დივიზიონში 120 შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაში 46, სამეფო თასზე 23, ესპანეთის სუპერთასზე 7, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 3, ევროპის სუპერთასზე 1.

 

14 ტიტული

 

კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა "ბარსელონასთან" ერთად 14 ტიტული მოიგო. მან 3–ჯერ მოიგო პრიმერა, 2–ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2–ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2–ჯერ სამეფო თასი, 2–ჯერ ევროპის სუპერთასი და 3–ჯერ ესპანეთის სუპერთასი.

 

ფორმაში

 

პიკე ამჟამად ისეთ ფორმაშია, როგორც 2008/09 სეზონში იყო, როცა გუნდმა ტრიპლეტი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ტრავმის მოშუშების შემდეგ ზედიზედ 8 შეხვედრაში ითამაშა. პიკე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ვილანოვასთვის, როგორც გვარდიოლასთვის იყო.

 

პიკეს სტატისტიკა

 

2008/09 სეზონი: 45 შეხვედრა, 3 გოლი

2009/10 სეზონი: 49 შეხვედრა, 4 გოლი

2010/11 სეზონი: 51 შეხვედრა, 4 გოლი

2011/12 სეზონი: 38 შეხვედრა, 2 გოლი

2012/13 სეზონი: 17 შეხვედრა, 1 გოლი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.