მაქსი ლოპესი: "შეუძლებელია მესის "ოქროს ბურთი" არ მისცე და რონალდუს შეადარო"

მაქსი ლოპესი: "შეუძლებელია მესის "ოქროს ბურთი" არ მისცე და რონალდუს შეადარო"

იტალიური "სამპდორიას" თავდამსხმელი 28 წლის მაქსი ლოპესი თვლის, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ისევ იმსახურებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას. იტყობინება, ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მთავარი კანდიდატები მესის გარდა მისი თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. 

 

"შეუძლებელია, რომ მესის "ოქროს ბურთი" არ მისცე. მე თავშიც არ მაფიქრდება ის, თუ რასაც აკეთებს იგი მოედანზე. ამ საუკეთესომ ხომ უკვე 88 გოლი გაიტანა ერთ წელიწადში. რონალდო მეც მაოცებს მაგრამ მისი მესისთან შედარება უბრალოდ შეუძლებელია." - დაასრულა ლოპესმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.