"ბეტისთან" მესის თამაში საეჭვოა

  • 6-12-2012, 04:26
  • "ბეტისთან" მესის თამაში საეჭვოა

    ჩემპიონთა ლიგაზე, "ბენფიკასთან" გამართული მატჩის მიწურულს, მეტოქე გუნდის მეკარესთან შეჯახების დროს, ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არგენტინელს მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული. საბოლოო სამედიცინო დასკვნა, ჯერჯერობით, არ არსებობს, მაგრამ როგორც ცნობილია, მესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, კვირას, "ბეტისთან" გასამართ შეხვედრაში მისი მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied