მესი სესარის რეკორდს გაუთანაბრდა

მესი სესარის რეკორდს გაუთანაბრდა

 

ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ ყველა შეხვედრაში ლეო მესის ახალი რეკორდების დამყარება შეუძლია! მისი ბოლო მიღწევა სესარ როდრიგესის რეკორდის განმეორებაა, რომელსაც "ბარსას" რიგებში 190 გოლი აქვს გატანილი პრიმერაში.

 

არგენტინელმა არ მაჩვენებლს 228 შეხვედრაში მიაღწია, ხოლო სესარმა 287 მატჩში. 2012 წლის 20 მარტს ლეო მესიმ "ბარსას" რიგებში ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით სესარს გადაასწრო. თუკი ჩვენ ჩავთვლით ამხანაგურ შეხვედრებს, მაშინ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეების სია ასეთია: პაულინიო ალკანტარა (369), ხოსეპ სამიტიერი (333), მესი (303) და სესარი (301).

 

ლეო მესი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და პრიმერას 14 შეხვედრაში არგენტინელმა 21 გოლი გაიტანა. მას ბოლო 6 შეხვედრაში მუდმივად გააქვს გოლები და კალენდარულ 2012 წელს 84 გოლი დაუგროვდა. არგენტინელს 2 გოლი დარჩა გასატანი, რათა გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდი დაამხოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.