ნუნიესი: "ჩვენ ახალი ფილოსოფია შევქმენით და დღეს ამით ვამაყობთ"

ნუნიესი: "ჩვენ ახალი ფილოსოფია შევქმენით და დღეს ამით ვამაყობთ"

 

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა ოთხშაბათს გადაცემა "Al Primer Toque"–ში ისაუბრა, სადაც კლუბში გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა, რომელმაც შედეგი გამოიღო.

 

"მე "ბარსელონა" ისეთი სტრუქტურით დავტოვე, რომ პრაქტიკულად ყველა მოთამაშე, რომლებიც ახლა გუნდში არიან იმ პროექტში ჩამოყალიბდნენ, როცა 15–16 წლის იყვნენ. მათ ჰქონდათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები, რათა ახალი ფილოსოფია შეგვექმნა და გვემართა კლუბი" – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.'

 

ნუნიესი პროექტის შედეგებით ძალიან კმაყოფილია: "დღეს ჩვენი ამაყები ვართ – ისინი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონები "ბარსელონასთან" ერთად. ფეხბურთელები გამოვიდნენ პროექტიდან, რომელიც ბევრს გამოუსადეგარად მიაჩნდა. საბოლოოდ კი ისეთი შედეგი მივიღეთ, რომლის მიღებაც ყველას სურდა".

 

"ვან გაალი ბოლო პროექტი იყო, ბევრს საუბრობდნენ ჰოლანდიელებზე და ჩვენ გვესმოდა, რომ გუნდი უნდა ყოფილიყო ძალიან ტექნიკური, სრულყოფილი თამაშით და ამით ყველაფერი დაიწყო. ამის მამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იმ დროინდელი 8 ფეხბურთელი კვლავ "ბარსელონაში" თამაშობს" – დაასრულა პრეზიდენტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.