ტიტო ვილანოვას 100 დღე

ტიტო ვილანოვას 100 დღე

 

მიუხედავად იმისა, რომ ტიტოს გუნდმა ვარჯიში ივლისში დაიწყო გუნდს პირველი ოფიციალური შეხვედრა აგვისტომდე არ ჩაუტარებია. 19 აგვისტოს, "რეალ სოსიედადთან" (5:1) გამართული შეხვედრის შემდეგ ზუსტად 100 დღე გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დამარცხდა ესპანეთის სუპერთასის ბრძოლაში, თუმცა ვილანოვამ "ბარსელონას" შესანიშნავი სტარტი ააღებინა პრიმერა დივიზიონში, ჩემპიონთა ლიგაში გუნდს გარანტირებული აქვს ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო თასზე კატალონიელები ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზე არიან.

 

18 გამარჯვება 21 შეხვედრაში

 

ამ 100 დღეში "ბარსამ" 21 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. აქედან 18 კატალონიელებმა მოიგეს (12 ლა ლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაში, 1 ეპსანეთის სუპერთასზე და 1 ესპანეთის თასზე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტიტო ვილანოვას გუნდი შეხვედრების 85.7 პროცენტში გამარჯვებას იპოვებს. კატალონიელებმა ორი მარცხი იწვნიეს, ერთი ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალთან", ხოლო მეორე ჩემპიონთა ლიგაში "სელტიკთან". ერთადერთი ფრე გუნდმა პრიმერაში ითამაშა, როცა "ნოუ კამპზე" ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალი" სტუმრობდა.

 

ვალდესი, მესი და ჩავი ყველაზე მეტ დროს ატარებენ მოედანზე

 

ვალდესი ის მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული მოედანზე ტიტო ვილანოვას პირველ 100 დღეში. მეკარეს, რომელმაც მხოლოდ 1 შეხვედრა გამოტოვა თასზე "ალავესთან" 1800 წუთი აქვს ნათამაშები. 1746 წუთი გაატარა მოედანზე ჩავი ერნანდესმა, ლეო მესიმ კი 1601 წუთი.

 

მესი მიმდინარეს სეზონში გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. არგენტინელ ფეხბურთელს უკვე 26 გოლი აქვს გატანილი. ის დაახლოებით გუნდის გოლების მესამედს იტანს. ვილანოვას "ბარსამ" 21  შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა (2.9 გოლი საშალოდ მატჩში). გოლები ასე ნაწილდება: 43 პრიმერაში, 4 სუპერთასზე, 11 ჩემპიონთა ლიგაში და 3 ესპანეთის თასზე.

 

ვილანოვა ამყარებს რეკორდებს

 

ტიტო ვილანოვამ არა მხოლოდ კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1997/98 სეზონში ლუი ვან გაალმა დაამყარა სასტარტო შეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით, არამედ გასულ კვირას გუნდი ტაუთანაბრდა 1991/92 წლის სეზონში, მადრიდის "რეალის" მიერ დამყარებულ რეკორდს – 12 გამარჯვება და 1 ფრე საწყისს 13 ტურში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.