ჩავიმ ლიგაზე 125-ე მატჩი ჩაატარა

ჩავიმ ლიგაზე 125-ე მატჩი ჩაატარა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ (3:0), 125-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. 

 

ამ მაჩვენებლით, ჩავი ტურნირის ისტორიაში მეოთხე ადგილს ინაწილებს ჰოლანდიელ კლარენს ზეედორფთან, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩებით, იტყობინება Infostrada.

 

ჩავიზე მეტი მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ ჩატარებული: იკერ კასილიასი (126), რაიან გიგზი (131), რაულ გონსალესი (142). 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.