მესი: ”პირველ გოლებს ტკბილეულისთვის ვიტანდი”

  • 30-10-2012, 11:25
  • მესი: ”პირველ გოლებს ტკბილეულისთვის ვიტანდი”

     

     - 3 ”ოქროს ბურთი” და 2 ”ოქროს ბუცი”, როგორი გამოწვევებია თქვენს წინაშე?

     

     - ჩემთვის ინდივიდუალური პრიზების დიდი მნიშვნელობის არაა. მთავარი გუნდის გამარჯვებებია. თუკი ”ბარსელონაში” წარმატებული თამაში პრიზების მოპოვებაში მეხმარება, მაშინ ბედნიერი ვარ. ასეთი თანხვედრა მომწონს. იმისთვის, რომ გოლები გავიტანო დამატებითი მოტივაცია არ მჭირდება.

     

     - ასე იყო ყოველთვის?

     

     - უნდა დავფიქრდე... იცით, ბავშვობაში ტკბილეულისთვის გამქონდა გოლები. კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა: ყოველ გატანილ გოლზე ერთ ნამცხვარს მიიღებ და როცა მოედანზე გავდიოდი ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი!

     

     - ”ოქროს ბუცი” უფრო სამართლიანია, ვიდრე ”ოქროს ბურთი”?

     

     - რა თქმა უნდა ასეა. აქ შენ არავინ არ გირჩევს. ამიტომაც სამართლიანობაზე არავინ ისაუბრებს.

     

     - რომელ მომენტს დაარქმევთ საუკეთესოს ცხოვრებაში?

     

     - არ ვიცი. ღმერთს ყოველთვის მადლობას ვუხდი ასეთი დღეებისთვის, იმისთვის, თუ როგორ ეწყობა ჩემი ცხოვრება. ჩემს ბედზე წუწუნის უფლება არ მაქვს. ანალიზის დრო კი ჯერ არ მოსულა.

     

     - რა მიზნები გაქვთ წინ?

     

     - ძალიან მარტივი: გავიმარჯვო ყველა ტურნირზე. უკვე ვთქვი, რომ მიზნებს არ ვისახავ, რომლებიც გუნდს არ ეხება.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.