ინიესტას გააქვს - "ბარსელონა" დაუმარცხებელია

ინიესტას გააქვს - "ბარსელონა" დაუმარცხებელია

ანდრეს ინიესტას გოლებს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს. ყველას ახსოვს დაუვიწყარი გადამწყვეტი გოლი "სტემფორდ ბრიდჯზე", "ჩელსის" კარში 2008-2009 წლის სეზონში. ეს იყო გოლი, რომელმაც "ბარსელონას" ფინალისკენ გზა გაუხსნა. როცა გუნდის 8 ნომერს გააქვს, "ბარსელონა" არასდროს მარცხდება. დღემდე, ნახევარმცველმა, "ბარსას" მაისურით 42 გოლის გატანა მოახერხა, ამდენივე მატჩში. სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს - 37 გამარჯვება (88%) და 5 ფრე. 

 

თავისი პირველი გოლი ანდრესმა ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში გაიტანა, "ლევანტეს" კარში, 2003-2004 წლის სეზონში. მას შემდეგ, დღემდე, მისი გოლი ძალზე ფასეულია "ბარსასთვის". მისი უკანასკნელი გოლი სამშაბათს "სელტიკის" კარში პირველი აღმოჩნდა ამ სეზონში. 44-ე წუთზე, ინიესტამ ანგარიში გაათანაბრა და "ბარსელონა" თამაშში დააბრუნა.

 

9 გოლი და 9 გამარჯვება 2010-2011 წლის სეზონში

2010-11 წლების სეზონში, ლამანჩელმა ფეხბურთელმა 9 გოლის გატანა მოახერხა. აქედან 8 ლა ლიგაში, 1 კი - ჩემპიონთა ლიგაზე.  "ბარსელონამ" ყველა მატჩი მოიგო. იგივე მოხდა 2003-2004, 2004-2005, 2005-2006 და 2009-2010 წლების სეზონში. 

თუ გუნდი მოგებას ვერ ახერხებს, მაშინ ფრეს თამაშობს. ნახევარმცველის ორმა გოლმა "ჩელსის" წინააღმდეგ გუნდს ორი ფრე მოაპოვებინა. უკვე ნახსენები გოლით, 2008-2009 წლის სეზონში და გასულ სეზონში გატანილი გოლით "კამპ ნოუზე". პირველ ასეთ შედეგს მან "ვალენსიასთან" მიაღწია 2006-2007 წლის სეზონში "კამპ ნოუზე", მეორეჯერ კი 2007-2008 წლის სეზონში "ლიონთან" და "ესპანიოლთან" მატჩებში. ინიესტა არ არის გოლეადორი, მაგრამ მის გოლს მუდამ კარგი შედეგი მოაქვს გუნდისთვის. 

 

ინიესტას "ოქროს" გოლები 

სეზონი 2003-2004: 2 გოლი = 2 გამარჯვება
სეზონი 2004-2005: 2 გოლი = 2 გამარჯვება
სეზონი 2005-2006: 1 გოლი = 1 გამარჯვება
სეზონი 2006-2007: 9 გოლი = 8 გამარჯვება
სეზონი 2007-2008: 4 გოლი = 2 გამარჯვება, 2 ფრე
სეზონი 2008-2009: 5 გოლი = 4 გამარჯვება, 1 ფრე
სეზონი 2009-2010: 1 გოლი = 1 გამარჯვება
სეზონი 2010-2011: 9 გოლი = 9 გამარჯვება
სეზონი 2011-2012: 8 გოლი = 7 გამარჯვება, 1 ფრე
სეზონი 2012-2013: 1 გოლი = 1 გამარჯვება

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.