”ბარსელონა” - ”სელტიკი”. იცით თუ არა, რომ...

”ბარსელონა” - ”სელტიკი”. იცით თუ არა, რომ...

 

 - ეს გუნდები ”ნოუ კამპზე” 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2 შეხვედრაში ”ბარსელონამ” იმარჯვა (1964/65 და 2007/08), ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა (2003/04 და 2004/05).

 

 - ”ბარსელონა” 5-ჯერ შეხვდა შოტლანდიურ კლუბებს. გუნდმა მხოლოდ 1 მარცხი იწვნია, 1986/87 წელს ”დანდი იუნაიტედთან” 2:1.

 

 - ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრებში 3 წელია არ დამარცხებულა. ბოლოს კატალონიელები ყაზანის ”რუბითან” (1:2) დამარცხდნენ. მას შემდეგ ”ნოუ კამპზე” გუნდმა მოიგო 14 მატჩი და 3 შეხვედრა დაასრულა ფრედ.

 

 - ”სელტიკს” სტუმრად ესპანური კლუბი არასდროს დაუმარცხებია. საერთო ჯამში მათ დათმეს 9 შეხვედრა და ითამაშეს 3 ფრე.

 

 - ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩავის გაკეთებული 266 გადაცემიდან 236 ადრესატამდე მივიდა. ის ამ რეიტინში პირველ ადგილზე. სერხიო ბუსკეტსი და ხავიერ მასკერანო მე-2 და მე-3 პოზიციებზე იმყოფებიან შესაბამისად.

 

 - დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება სერხიო ბუკსტესი, რომელსაც 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

 

 - ”სელტიკის” ფეხბურთელი, ვანიამა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრა გამოტოვებს.

 

 - სტუმრად ”სპარტაკის” დამარცხება ”სელტიკისთვის” ჩემპიონთა ლიგის უაკანასკნელ 21 გასვლით შეხვედრაში პირველი გამარჯევბა იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.