თასის პირველი მეტოქე ”ალავესია”

  • 18-10-2012, 16:06
  • თასის პირველი მეტოქე ”ალავესია”

     

    დღეს ესპანეთის სამეფო თასის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირში უკვე 32 გუნდი დარჩა, ამ ეტაპიდან კი ასპარეზობას გრანდები იწყებენ. ”ბარსელონა” 1/16 ფინალში ”ალავესს” შეხვდება, პირველი თამაში კატალინიურ გუნდს სტუმრად, 30 ოქტომბერს ექნება. განმეორებითი მატჩი კი ”ნოუ კამპზე” 27 ნოემბერს გაიმართება.

     

    აღსანიშნია ისიც, რომ ელ კლასიკოს მორიგი 2 მატჩიანი დაპირისპირება შეიძლება სამეფო თასის 1/2 ფინალში შედგეს. შარშან ეს გუნდები 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთამანეთს. 1/8 ფინალში ”ბარსას” სავაუდო მეტოქე ”რეალ სოსიედადი” იქნება, ხოლო 1/4 ფინალში ”ატლეტიკი” ან ”მალაგა”. 1/2 ფინალური დაპირისპირებები კი 23 და 30 იანვარს გაიმართება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge