ინიესტა: "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის არანაირი პრობლემა არ არის"

ინიესტა: "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის არანაირი პრობლემა არ არის"

კატალონიის "ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ თავის თანაგუნდელებს არანაირი პრობლემა არ ააქვს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებთან. 

 

შეგახსენებთ რომ ადრე ამ ორი გუნდის ფეხბურთელებს შორის მუდამ კონფლიქტი სუფევდა.

 

"ახლა ჩვენ მეგობრულად ვეხვევით ერთმანეთს შეხვედრისას. ორივე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ იყო დრო, როცა ჩვენ ასეთი ურთიერთობა სულაც არ გვქონდა. ეროვნული ნაკრების გუნდში ასევე დომინირებს შესანიშნავი მიკროკლიმატი" - განაცხადა ინიესტამ. 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.