საუკეთესო სტარტი ევროპაში

საუკეთესო სტარტი ევროპაში

 

”ბარსელონა” ერთადერთი გუნდია ევროპაში, რომელმაც ახალ სეზონში შიდა ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაში ყველა მატჩში გამარჯვება იზეიმა, კატალონიურმა გუნდმა 8 შეხვედრაში მოახერხა 3 ქულის აღება.

 

ტიტო ვილანოვას გუნდი ერთადერთი ევროპაში, რომელმაც ყველა გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ”ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ 6 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, გუნდმა ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი. მხოლოდ ”ბაიერნი” იმყოფებოდა ”ბარსას” მსგავს მდგომარეობაში, თუმცა მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”ბატესთან” დამარცხდნენ.

 

სხვა ევროპული ”დიდი ბიჭები”, რომლებიც ლიდერობენ შიდა ჩემპიონატს, ”ჩელსი” და ”იუვენტუსი” როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევრო ტურნირზე კარგავენ ქულებს.

 

რეკორდი ჰორიზონტზე

 

”ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი იწვნია. გუნდი ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა. ლა ლიგის მომდევნო ტურში, ”რეალის” დამარცხების შემთხვევაში ტიტო ვილანოვა პრიმერაში ზედიზედ მე-7 გამარჯვებას მოიპოვებს, რითაც გააუმჯობესებს ბელამის, კრუიფის, ვან გაალის და გვარდიოლას მიღწევებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.