ასეთი იქნება კლასიკოს მოზაიკა

ასეთი იქნება კლასიკოს მოზაიკა

 

კლასიკოს გრანდიოზულობას დაემატება ფანტასტიკური მოზაიკა. კვირას ”ნოუ კამპზე” მისული 98 ათასი ადამიანი ერთდროულად აწევს მათ ადგილებზე დადებულ ფურცლებს, რომლებიც უდიდესს მოზაიკას შექმნიან. მისი მთავარი შეფერილობა კატალონიის დროშის ფერის იქნება. ის მოედანზე გუნდების გასვლის დროს აეწყობა.

 

ასევე აღსანიშნია ისიც, რომ წელს 20 წლის იუბელია მას შემდეგ, რაც პირველად გაკეთდა ”ნოუ კამპზე” მსგავსი მოზაიკა. პირველის, ისევე როგორც ყველა მომდევნოს მთავარი სიტყვა ”ბარსა” არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.