კუმანი: ”ვილანოვა საქმეს კარგად უძღვება”

კუმანი: ”ვილანოვა საქმეს კარგად უძღვება”

 

”ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, რონალდ კუმანმა საქებარი სიტყვებით ისაუბრა ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე, ტიტო ვილანოვაზე.

 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სტარტზე გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და 6 შეხვედრაში 6 გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა ასევე იმარჯვა ჩემპიონთა ლიგის შეხევდრაში.

 

ვილანოვას ”ბარსელონას” კარგ მდგომარეობაში ვხედავ. შედეგები თავად საუბრობენ. ვფიქრობ, რომ ტიტო ვილანოვამ ის ფილოსოფია გააგრძელა, რომელიც მაშინ იყო, როცა ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან კარგ შედეგებს მიაღწია, მიხუედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. ვფიქრობ, რომ ამჟამად გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია” - განაცხადა რონალდ კუმანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.