კაპელო: "მხოლოდ ფალკაომ გამაოცა ისე, როგორც მესიმ"

  • 13-09-2012, 13:53
  • კაპელო: "მხოლოდ ფალკაომ გამაოცა ისე, როგორც მესიმ"

    რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, რადამელ ფალკაო შეაქო. 

     

    კოლუმბიელი ფეხბურთელი, კაპელომ ლიონელ მესის შეადარა.

     

    "ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მე დავინახე ფეხბურთელი, რომელმაც გამაოცა ისე, როგორც აქამდე ლიონელ მესიმ, ეს რადამელ ფალკაოა" - განაცხადა კაპელომ. 

     

    იტალიელმა სპეციალისტმა ასევე "ბარსელონასა" და "რეალზეც" ისაუბრა:"ამ გუნდების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ფლობენ თანაბარ გამოცდილებას და ძალას, მაგრამ თუ შევადარებთ გუნდების სათადარიგო სკამს მაშინ გამარჯვებული "რეალი" გამოდის" - განაცხადა კაპელომ. 

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა