კრუიფი: "რეალი მსოფლიოში ავტორიტეტს კარგავს"

კრუიფი: "რეალი მსოფლიოში ავტორიტეტს კარგავს"

"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა, იოჰან კრუიფმა ესპანურ პრესას მადრიდის "რეალზე" ესაუბრა. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ "რეალი" მსოფლიოში უკვე ყოფილი ავტორიტეტით აღარ სარგებლობს. 

 

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენ "რეალი" არ დავაფასოთ , მიმდინარე სეზონში ეს გუნდი ძალიან ძლიერი იქნება , "ბარსელონა" კი წარმატებებს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებენ ,  შედეგი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება. რაც შეეხება "რეალს", ეს კლუბი აქამდე მსოფლიოში უდიდესი პატივს იმსახურებდა, ახლა კი ისინი ძველ ავტორიტეტს ნელ-ნელა კარგავენ , მთავარი არ არის ტიტულების მოგება , ფეხბურთში სხვა მნიშვნელოვანი რამ არსებობს." - განაცხადა კრუიფმა. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.