პიკე: ”მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას”

  • 2-08-2012, 13:38
  • პიკე: ”მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას”


    ხერარდ პიკეს მხოლოდ 4 ვარჯიშის ჩატარება დასჭირდა, რათა გაერკვია, რომ ვარჯიშების ინტენსიურობა იგივე დარჩა. ”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, რომელიც ვარჯიშებს ორშაბათს დაუბრუნდა მოუთმენლად ელის სეზონის დაწყებას. ”ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა: ახალი მწვრთნელი, ჟორდი ალბა და კანტერა” - განაცხადა პიკემ. ასევე ესპანელმა 3 დღიანი ვარჯიშების შემდეგ დაადგინა, რომ გუნდი ძალიან მოტივირებულია.

    ფორმის აღდგენა

    გასული სეზონის გამოცდილების შემდეგ, როცა ტრავმებმა მას სეზონის დასაწყისიდანვე არ მისცეს ფორმის აღდგენის საშუალება მას ესმის, რომ ამ სეზონში ყველაფერი უკეთ იქნება: ”მე სწრაფად უნდა აღვიდგინო ფორმა და მოვერიდო ტრავმებს, რაც კარგი დასაწყისი იქნება. შევეცდები მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიყენო, რათა გუნდს დავეხმარო”.

    სუპერთასზე გამარჯვება თვითრწმენას მოგვიმატებს

    ”ბარსელონა” ძალიან მნიშვნელოვანი სეზონისთვის იწყებს მზადებას, რომ ესპანეთის სუპერთასზე, ”რეალთან” გასამართი შეხვედრებით დაიწყება. პიკემ აღიარა, რომ ამ ტურნირის მოგება გუნდს ”თვითრწმენას მოუმატებს, რაც მთელი სეზონის განმავლობაში დაეხმარება, მაგრამ ამ ტურნირის მნიშვნელობის ძალიან გაზრდაც არ ღირს. ეს განსაკუთრებული შეჯიბრია გასაკუთრებული მეტოქის წინააღმდეგ”. ფეხბურთელმა ასევე მცირე ანალიზი გააკეთა ორივე გუნდის მდგომარეობის შესახებ სეზონის წინ: ”ეს ორი გუნდი ძალიან ნიჭიერი და დაბალანსებული ფეხბურთელებითაა შემდგარი. გუნდები ძალიან თანაბარ დონეზე არიან”.

    ”ბარტრა მზადაა”

    ხერარდ პიკემ შეაქო თანაგუნდელი და ამავდროულად ცენტრალუ მცველი, მარკ ბარტრა. ”ვარჯიშზე ნანახზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ის სრულად მზადაა პირველი გუნდის წევრობისთვის და დაცვის ცენტრში კონკურენციას გაზრდის. მას დიდ ნდობას უცხადებენ”.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied