ტურემ და ცესკმა შესაძლოა გუნდები გაცვალონ

ტურემ და ცესკმა შესაძლოა გუნდები გაცვალონ

ტურემ და ცესკმა შესაძლოა გუნდები გაცვალონ

კოტდიუვარელი ნახევარმცველის იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები "არსენალთან" მისი კლიენტის ტრანსფერთან დაკავშირებით
დიმიტრი სელიუკის განცხადებით, მისი კლიენტი არ არის წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღოს "ოპერაცია სესკში." შეგახსენებთ, რომ კატალომიური "ბარსელონა" აგერ უკვე მერამდენე სეზონია ცდილობს დაიბრუნოს სესკ ფაბრეგასი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუშვა "არსენალში."
იაია ტურეს აგენტის განცხადებით "არსენალსა" და მის მთავარ მწვრთნელს ძალიან მოსწონს იაია ტურეს თამაში და შესაძლოა სულ მალე იაია ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს, ხოლო ფაბრეგასი კატალონიაში დაბრუნდეს. უკრაინელის განცხადებით მათ ჰქონდათ შემოთავაზება ასევე "მანჩესტერ სიტისგან" თუმცა ისინი არ იქცეოდნენ ისე, როგორც მდიდარ კლუბს შეეფერება ამიტომ ყველაფერი ჩაიშალა, "არსენალთან" დაკავშირებით კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
სელიუკმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დასრულება მსოფლიო ჩემპიონატამდე, თავის მხრივ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ "არსენალს" 35 მილიონი შესთავაზა სესკის სანაცვლოდ,თუმცა ლონდონელებმა ორჯერ მეტი მოითხოვეს. იმ შემთხვევაში კი თუ იაია ტურე გამოყენებული იქნება სესკის ტრანსფერში შესაძლოა ინგლისელები დათანხმდნენ სესკის გაშვებას.

წყარო:.sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.