ვილია:” მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას”

ვილია:” მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას”


”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, დავიდ ვილია, რომელმაც ტრავმის გამო ნახევარ წელზე მეტი გააცდინა მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას.

ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი პრე-სეზონის დროს ამხანაგურ შეხვედრებში კიდევ გასარკვევია, თუმცა თავად ვილია ამაზე არ ფიქრობს და ძალიან სურს მოედანზე დაბრუნება. და თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ მაშინ ის სწორად იქცევა, რადგან ”ბარსელონას” ექიმებმა მას გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება დართეს.

მოუთმენლად ველი ჩემი არდადეგების დასრულებას. მე გავიარე სამედიცინო შემოწმება და ექიმებმა მითხრეს, რომ ტრავმის დავიწყება და გუნდთან ერთად ვარჯიში შემიძლია. ორშაბათიდან თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიში აღარ მომიწევს” - განაცხადა სასიხარულო ინფორმაცია დავიდ ვილიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.