ჩავის და ალბას ისტორიული შედეგები

ჩავის და ალბას ისტორიული შედეგები


გუშინ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 4:0 გაანადგურა იტალიის ნაკრები, სადაც თავი სილვამ, ალბამ, ტორესმა და მატამ გამოიჩინეს. 2 საგოლე გადაცემა კი ჩავი ერნანდესის ანგარიშზეა.

უკვე ”ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა გახდა ამ ამპლუის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა შეძლო. ალბამ გოლი შეხვედრის 41-ე წუთზე გაიტანა, საგოლედ კი მას ჩავიმ უპასა.

ჩავი ერნანდესი კი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საგოლე გადაცემის გაკეთება ევროპის ჩემპიონატის 2 ფინალში შეძლო. ევრო 2008-ზე მან გოლი ფერნანდო ტორესს გაატანინა, გუშინდელ შეხვედრაში კი მისი გადაცემით ჟორდი ალბამ და კვლავ ფერნანდო ტორესმა ისარგებლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.