ლაუდრუპი: "რონალდუს პრობლემა მესია"

  • 23-06-2012, 08:46
  • ლაუდრუპი: "რონალდუს პრობლემა მესია"

    "ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მიკაელ ლაუდრუპი ამ გუნდების ლიდერებს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეები არიან.

    "მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლები არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

    პორტუგალიელი სრულყოფილი ფეხბურთელია. იგი ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული, ურტყამს ორივე ფეხით, კარგად თამაშობს თავით და ძალიან სწრაფია. შეიძლება ითქვას, რომ რონალდუს ყველაფერი აქვს. მისი პრობლემა ისაა, რომ მესი მესია. რომ არა არგენტინელი, რონალდუ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა.

    ჩემთვის, მარადონა დღემდე საუკეთესო ფეხბურთელად რჩება, მაგრამ კარგად მესმის, რომ მომდევნო თაობის გულშემატკივრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მესის დაასახელებენ" - აცხადებს ლაუდრუპი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied