”იუვენტუსი” და ”მილანი” ადრიანოთი ინტერესდებიან

”იუვენტუსი” და ”მილანი” ადრიანოთი ინტერესდებიან


იტალიური პრესის ინფორმაციით ადრიანო კორეიას აგენტი, პაულო ანფოლსო შემდეგ კვირას ”ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდება, რათა საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბროს.

ადრიანო მომავლის შესახებ საუბარი უხლოეს კვირაში შედგება. ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან მას 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა აგენტი შეხვედრაზე მის გახანგრძლივებას და ხელფასის მომატებას მოითხოვს.

იტალიური პრესის ცნობით ადრიანოს შეძენა გასული სეზონის ორ საუკეთესო იტალიურ კლუბს სურს - ”იუვენტუსს” და ”მილანს”. თუკი ამ ჭორებში მცირეოდენი სიმართლე არის, მაშინ პაულო ანფოლსო გამოიყენებს ამ საბუთებს, რათა ”ბარსელონამ” მის კლიენტთან ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.