ზიდანი: "ინიესტა ჩემს თავს მახსენებს"

ზიდანი: "ინიესტა ჩემს თავს მახსენებს"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა ლორან ბლანს ურჩია, რომ მისი გუნდი ფრთხილად ათამაშოს ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რადგან "ფურია როხას" რიგებს ანდრეს ინიესტა იცავს.

 

"ინიესტა მართლაც რომ მხიბლავს. მასზე პირდაპირი მნიშვნელობითაა დამოკიდებული ესპანეთის თამაში. იგი ბრწყინვალეა და ფრანგებმა მას ყურადღება განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ. ანდრესი ჩემს თავს მაგონებს."

 

"ვფიქრობ, რომ სპოტული გამოცემები ცოტა აჭარბებენ, როდესაც მთელი ძალებით აკრიტიკებენ ესპანელებს. უბრალოდ რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც მთელი 11 ფეხბურთელით თავს იცავს; რთულია ასეთი დაცვის გარღვევა." –ციტირებს ზიზუს სიტყვებს Cadena Cope. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.