მესიმ სეზონი 82 გოლით დაასრულა

მესიმ სეზონი 82 გოლით დაასრულა

82 გოლი 69 მატჩში. 24 წლის ფეხბურთელისთვის მართლაც გამაოგნებელი შედეგია. ლიონელ მესის ბოლო გაბრწყინება მიმდინარე სეზონში გახლდათ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არგენტინელმა ჰეთ-თრიქი შეუსრულა "სელესაოს", ხოლო მისმა გუნდმა 4:3 იმარჯვა.

 

რეკორდები  

 

ლიონელ მესიმ საკლუბო ჩემპიონატებში მოახერხა 73 გოლის გატანა 60 მატჩში. მას დიდი ხანი არ დასჭირვებია პედროს რეკორდის გამეორებისთვის (გოლი ყველა ტურნირზე). ასევე შეაგდო 50 ბურთი ლა ლიგაში (გადაეცემა პიჩიჩი და ოქროს ბუცი), 14 - ჩემპიონთა ლიგაში (ზედიზედ მეოთხედ გახდა გათამაშების ბომბარდირი, რაც სარეკორდოა), 2 - ესპანეთის თასზე, 3 - ესპანეთის სუპერ-თასზე, 2 - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც - ევროპის სუპერ-თასზე.

 

73 გატანილი გოლით ლიონელ მესიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელიც წინა საუკუნეში დამყარდა (68 გოლი სეზონში). არგენტინელი ასევე საუკეთესო გამტანი გახდა "ბარსელონას" ისტორიაში. მან სესარ როდრიგესს გადაასწრო.

 

მეოთხე საუკეთესო გოლეადორი არგენტინაში  

 

ოქროს ბურთის სამგზის გამარჯვებულმა, ლიონელ მესიმ, სანაკრებო 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ მატჩში 1 გოლს ნიშნავს. ამით "რწყილი" გახდა მეოთხე საუკეთესო გოლეადორი არგენტინის ისტორიაში. მას წინ უსწრებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: დიეგო არმანდო მარადონა (34 გოლი), ერნან კრესპო (35) და გაბრიელ ბატისტუტა (56). თავად ლიონელი 26 გოლით იწონებს თავს.

 

აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრები 15 აგვისტოს ამხანაგურად გაეჯიბრება გერმანიის ეროვნულ გუნდს, სადაც მესის სტატისტიკის გაუმჯობესების საშუალება მიეცემა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.