"ბარსას" გულშემატკივრებს გუნდში კლოზეს ხილვა არ სურთ

"ბარსას" გულშემატკივრებს გუნდში კლოზეს ხილვა არ სურთ

ესპანურმა ყოველდღიურმა გამოცემა "სპორტი", ჩაატარა გამოკითხვა კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრებს შორის. შეკითხვა ასეთი იყო: "გსურთ თუ არა რომის "ლაციოს" გერმანელი თავდამსხმელის, მიროსლავ კლოზეს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმაში ხილვა?"

 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, "ბლაუგრანას" ქომაგების 68%–მა არ მოისურვა გერმანელი გოლეადორის შემდეგი სეზონიდან საკუთარ გუნდში ხილვა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ფეხბურთელის ასაკია.

 

კლოზე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო გამტანი ფორვარდია. მას გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს. გასულ სეზონში, 34 წლის კლოზემ "ლაციოს" მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12–ჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.