ნეიმარი: "მესის ბადალი არ ჰყავს"

ნეიმარი: "მესის ბადალი არ ჰყავს"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "სანტოსის" შემტევმა, ნეიმარ და სილვამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"უკვე დავიღალე იმაზე საუბრით, რომ მესი საუკეთესოა დღესდღეობით. მასთან ახლოსაც ვერავინ მიდის. გასაგებია, რომ მე ჩემი სტილი მაქვს, მას კი თავისი, მაგრამ არგენტინელი საუკეთესოდ რჩება. ლეო ყველაფერ რთულს მარტივად აკეთებს".

 

"ხშირად ხალხი მე და ლიონელს გვადარებენ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა. გადავხედოთ კარიერას, მესიმ მოიგო ზედიზედ სამი ოქროს ბურთი. ვფიქრობ, ასეთი შედარებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ფეხბურთში. ადრე ამგვარად პელესა და მარადონაზე საუბრობდნენ, დღეს კი ნეიმარი და მესია აქტუალური". დაასრულა ბრაზილიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარისთვის იბრძვიან ისეთი გრანდები, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.